|

Laughing

სიახლეები
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში

2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი. ჯასტინ პოტერმა საკონფერენციო დარბაზში თჰუ-ს სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე "New Approaches In English Learning Today".

შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში

შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში

2016 წლის 20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის - შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიტვის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ქალბატონი ვილმა ტაბუტიენე, რომელმაც სტუდენტებს გააცნო შიაულიაის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების პირობები, ასევე ბიზნენის ადმინისტრირების , სოციალური მეცნიერებებისა და სხვა მიმართულებით სამაგისტრო ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის, აგრეთვე სასწავლო გრანტებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის იურისტმა ნიკა დუდაშვილმა და კასპის მუნიცილალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

მოლაპარაკება სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან

მოლაპარაკება სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებებს სანკტ-პეტერბურგის აკადემიურ უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების მიზნით, რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლას. ხელშეკრულების გაფორმება მაისის თვეში იგეგმება.

თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში

თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში

15 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ. სტუდენტები გაეცნენ სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების პრაქტიკას და დაათვალიერეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა.

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1 2

 

 

 
სასარგებლო ბმულები