
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულდა სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალიზებული საერთაშორისო გამოფენა. აღნიშნულ ღონისძიებაზე სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ ხელმძღვანელობამ სამომავალო თანამშრომლობის თაობაზე რამდენიმე წამყვან მწარმოებელთან მოლაპარაკებები გამართა. ,,გორმედის“ მიზანია, სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიები დანერგოს და წამყვანი უცხოური კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხი.

საქველმოქმედო ფონდ ,,გორმედის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ათშვილიან დევნილ ოჯახს ,,ფიატის" მარკის მიკროავტობუსი გადაეცა. სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" გენერალურმა დირექტორმა გია სვანაძემ პირველების მრავალშვილიანი ოჯახი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად მოინახულა.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები - ლია ჯავახიშვილი (ქიმიის ფაკულტეტი) და ნელი გოგინაშვილი (ბიოლოგიის ფაკულტეტი) ,,გორმედის“ სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში მიიღებენ.