ავტორიზაცია | რეგისტრაცია

 

 ip.ge

 

 

(+995) 593-188-661
დაგვიკავშირდით
11.00 - 19.00 საათებში

 

 

გთხოვთ გადმოწეროთ განახლებული აპლიკაცია
ერსია 1.1.1   (01.11.2014)
- ოპტიმიზირებულია ბატარეას ენერგიისხარჯვაზე;
- დაემატა Startup-ის ფუნქცია (ჩართვა-გამორთვა).

 

 

ჩვენი სერვისით თქვენ შეგიძლიათ

ნახოთ ადამიანების გადაადგილება თქვენივე 
მობილურებიდან და კომპიუტერიდან 

 

 

ბმული 

 

 

ამჟამად ჩვენი სერვისი სრულიად

უფასოა

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ
და გამოიყენოთ



ჩვენი სერვისის არსის გასაგებად განვიხილოთ მარტივი მაგალითი: ვთქვათ სადისტრიბუციო კომპანიას სურს აკონტროლოს ყველა თავისი მანქანის (მძღოლის) გადაადგილება სამუშაო საათებში. ასეთ შემთხვევაში კომპანია რეგისტრირდებ ჩვენს ვებ გვერდზე, როგორც კომპანია, და თავის ”აქაუნთში” ქმნის (ამატებს) იმდენ ობიექტს, რამდენი მანქანაც ყავს. ყოველი ობიექტის შექმნისას (დამატებისას) ობიექტს ენიჭება ID კოდი. ამის შემდეგ  კომპოანია თავისი მძღოლების მობილურებში აყენებს ჩვენს პროგრამას ”აპლიკაციას” (ჩამოტვირთვ) და  ააქტიურებს პროგრამას შესაბამისი მინიჭებული  ID კოდით. ამის შემდეგ კომპანიას თავისი ”აქაუნთიდან” უკვე შეუძლია აკონტროლოს ყველა მძღოლის გადაადგილება, ანუ ნახოს მათი გადაადგილება რუქაზე. ეს ინფორმაცია ასევე შეინახება ისტორიაში და მისი ნახვა შემდეგშიც იქნება შესაძლებელი. ასევე ერთმანეთს ხედავენ მანქანების მძღოლები თავიანთი მობილურებიდან, მაგრამ სადისტრიბუციო კომპანიას შეუძლია ზოგიერთ მძღოლს სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს ეს შესაძლებლობა თავისი ”აქაუნთიდან”.


სამუშაო საათების გასვლის შემდეგ მძღოლი გათიშავს თავის მობილურში ჩვენს პროგრამას და ის უკვე მიუწვდომელი ხდება სისტემისთვის, ანუ მის გადაადგილებას სადისტრიბუციო კომპანია უკვე ვერ ნახავს. მეორე დღეს სამსახურში მისვლისას ისევ ჩართავს პროგრამას და ა. შ. პროგრამის ყოველი ჩართვა-გამორთვა უკვე ხდება კოდის გარეშე, როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამის ჩართვა-გამორთვა. როცა პროგრამა ჩართულ მდგომარეობაშიი  ობიექტი სისტემაში ფიქსირდება მწვანე ფერით, ხოლო გათიშული პროგრამის შემთხევვაში ნაცრისფერი ფერით. მაშასადამე, რომელ ობიექტს (მძღოლს) მობილურში აქვს ჩართული პროგრამა  და რომელს არა, ეს ადვილად  კონტროლდება კომპანიის კომპიუტერიდან და მობილურიდანაც. სადისტრიბუციო კომპანიას შეუძლია მკაცრად მოსთხოვოს თავის თანამშრომლებს, რომ სამუშაო საათებში აღნიშნული პროგრამა ყოველთვის ჰქონდეთ ჩართული.

 

შენიშვნა: სადისტრიბუციო კომპანია ევრასოდეს ვერ ნახავს სხვა რეგისტრირებული  კომპანიის ან კერძო პირის ობიექტების (ადამიანების) გადაადგილებას, რადგან ისინი შექმნილი (დამატებული) იქნება სხვა ”აქაუნთში”.  მხოლოდ ერთ ”აქაუნთში” შექმნილი ობიექტები ხედავენ ერთმანეთის გადაადგილებას.

 

 

ჩვენი სერვისი შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა საქმიანობებშიც:

 

- ტურისტებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული მანქანის მძღოლისთვის;
- შვილების ლაშქრობაში ან სხვაგან გადაადგილების მონიტორინგისთვის;
- ხანდაზმული ოჯახის წევრებზე მზურველობისთვის;
- გადამზიდავი კომპანიის მძღოლების მონიტორინგისთვის;
- დისტრიბუციული კომპანიის მძღოლების მონიტორინგისთვის;
- ტაქსოპარკის მძღოლების მონიტორინგისთვის;
- სასწრაფო ან სამაშველო დახმარების მანქანების მონიტორინგისთვის;
- უძრავი ქონების სააგენტოს აგენტების გადაადგილების კონტროლისთვის;
- კომპანიის მიერ თავის თანამშრომლების გადაადგილებაზე მონიტირინგის გაწევა;
- ასევე სხვადასხვა დავალებების შესრულების პროცესში მონიტორინგისთვის;

 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით პირადად.

 

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ობიექტის შექმნისას (დამატებისას) სისტემა არ ითხოვს ამ ობიექტის იურიდიულ მონაცემებს: სახელს, გვარს, მობილურის ნომერს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ობიექტები დაარეგისტრიროთ ზედმეტსახელების ან სხვა მინიშნებების გამოყენებით. აქედან გამომდინარე მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ ვინ არიან თქვენი ობიექტები (ადამიანები). ჩვენი სისტემისთვის ეს ობიექტი იდენტიფიცირებულია მხოლოდ ID კოდით, რომელიც მიენიჭება ყველა ობიექტს სისტემაში დამატებისას (რეგისტრაციისას). აღნიშნული კოდი ალბათობრივად გენერირდება ობიექტის შექმნისას და არასოდეს მეორდება მომავალში. სწორედ ამ კოდით უნდა გააქტიურდეს შესაბამის მობილურში ჩვენი ”პლიკაცია”, რომ რეგისტრირებული ობიექტი ჩაერთოს სისტემაში.

 

აღნიშნული პრინციპი შექმნილია იმ მიზნით რომ ადამიანებს და კომპანიებს არ ჰქონდეთ არანაირი შიში ან განცდა იმისა, რომ ვინმე შეძლებს მათი ობიექტების იდენტიფიცირებას და ამის მიხედვით მათი ინფორმაციის ნახვას. ჩვენი სისტემა ობიექტს აღიქვამს როგორც "კოდს", რაც არაა არც სახელი, გვარი, არც ტელეფონის ნომერი და ა. შ.

შენიშვნა:  ჩვენი კომპანია იდენტიფიცირებას, ანუ სწორი ინფორმაციის ჩვენებას ითხოვთ, მხოლოდ ”აქაუნთის” მფლობელისგან სისტემაში რეგისტრაციის დროს. ეს საჭიროა პირველ რიგში იმისთვის, რომ მომსახურების გადახდის დროს იდენტიფიცირებული იყოს გადამხედი და ასევე დაცული იყოს ჩვენი პროდუქტის გამოყენების წესები, რომ არ იქნეს ის გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო საქმეში.


 

 

 


 

 

გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს და მეგობრებს ჩვენი მეშვეობით  

გაზარდეთ თქვენი ბიზნესის კონტროლი ჩვენი მეშვეობით



 
ჩვენი მონიტორინგის სისტემა საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და სხვათა გადაადგილებას თქვენივე მობილური ტელეფონით (ასევე კომპიუტერით), რუქაზე ობიექტის მოძრაობის დაფიქსირებით, ზუსტად იცოდეთ მათი ადგილსამყოფელი. ეს სისტემა დაგეხმარებათ მაგალითად დააკვირდთ შვილებს ლაშქრობაში ან სხვაგან გამგზავრების დროს. ასევე თავლყური ადევნოთ თქვენი ოჯახის ხნიერ წევრებს. სისტემა საშუალებას იძლება არა მარტო ერთი ადამიანი ხედავდეს, არამედ ყველა ხედავდეს ერთმანეთის ადგილსამყოფელს. სისტემა საშუალებას იძლევა დააკვირდეთ ობიექტს არა მარტო რეალურ დროში, არამედ წარსულ პერიოდშიც, ნახოთ ადგილმდებარეობები შესაბამისი თარიღის და დროის მიხედვით. სრული აღწერა და გამოყენების წესები იხილეთ ამ ბმულზე  

ბევრ კომპანიას აქვს გარკვეული პრობლემები, როცა საქმე ეხება თანამშრომლების, მანქანების, ტურისტების გადაადგილების კონტროლს სივრცეში. ჩვენი მონიტორინგის სისტემა იძლევა საშუალებას მარტივად და იაფად გადაწყვიტოთ ეს ამოცანა. ჩვენი სისტემა საშუალებას მოგცემთ დააკვირდეთ სასურველი ობიექტების გადაადგილებას რუქაზე. დაკვირვება შეგიძლიათ აწარმოოთ როგორც მობილურის ასევე სტაციონარული კომპიუტერის ეკრანიდან, სადაც გამოჩნდება ობიექტის მიმდინარე და წარსული პერიოდის მდებარეობები. მდებარეობის ყოველ წერტილს აქვს მიწერილი თარიღი, ზუსტი დრო, გადაადგილების სიჩქარე. კომპიუტერიდან შესაძლებელია დააკვირდეთ  როგორ მოძრაობენ რეალურ დროში ობიექტები რუქაზე (ცალ-ცალკე და ერთდროულად) სრული აღწერა და გამოყენების წესები იხილეთ.  ამ ბმულზე

 

 


 

მომსახურების გამოყენებისას გარკვეული ტექნიკური პრობლემის ან გაურკვევლობის 
შემთხვევაში ასევე მოგვწერეთ წერილი ელ-ფოსტაზე:

 

 

სახელი, გვარი :

ელექტრონული ფოსტა :

შეტყობინება :


  

 

 

გამოკითხვა
რა მიზნით გამოიყენებდით ჩვენს პროდუქტს?
შვილებზე მზრუნველობისთვის
ხნიერი ოჯახის წევრებზე მზრუნველობისთვის
კომპანიაში თანამშრომლების მონიტორინგისთვის
ტურისტებისთვის, გიდებისთვის
მანქანების გადაადგილების კონტროლისთვის
სხვა კომერციული მიზნისთვის
სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის
 
  © 2024 ყველა უფლება დაცულია  
Created by Studio SPAR.GE