ქართული | English | Rусский

 

New layer...

                                                                             ანტიოქსიდანტი  

                                                                                       ANTIOXSIDANT

 

 

წამლის ფორმა                                        კაფსულები

მწარმოებელი ფირმა                              სალხინო   

მწარმოებელი ქვეყანა                             საქართველო   

 

შემადგენლობა.

ყურძნის წიპწის ფხვნილი(Grape seed powder) _ 0,0625g, მწვანე ჩაის ფოთლების ფხვნილი(Green thea leaves powder) _ 0,0625g, ქართული ყოჩივარდების ბალახის და ტუბერების ფხვნილი (Cyclamen herbal and tuber powder (Cyclamen ibericum Stev.)) _ 0,0625g, წყავის ფოთლებისა და ყვავილების ფხვნილი (Laurocerasus leaves and flowers powder (Laurocerasus officinalis Roem)) _ 0,0625g.

 

ჩვენებები.

გამოიეყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის,შარდგამყოფი სისტემის,გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების აქტივობის გასაუმჯობესებლად. ორგანიზმის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად,როგორც ანტიოქსიდანტი-სიმსივნური პათოლოგიების დროს.                                                  

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს,,ანტიოქსიდანტის’’ ახასიათებს ძლიერი იმუნომოდულატორული, ანტიბაქტერიული სპაზმოლიზური მოქმედება.მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა განსაზღვრავს პრეპარატის ძლიერ იმუნო მასტიმულირებლ მოქმედებას:იგი ასტიმულირებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას.წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ოქსიოდორედუქტიულ საშუალებას.ზრდის T-ლიმფოციტების და მისი სუბპოპულაციების (ჰელპერები და სუპრესორები)B-ლიმფოციტების რაოდენობას,ზრდის T-ლიმფოციტების ფუნქციურ აქტივოვბას.

ამავე დროს პრეპარატ ანტიოქსიდანტის გამოყენება აიოლებს ქიმიოპრეპარატების გვერდით მოვლენების მართვას,რაც ასევე აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს და ამიცრებს მისი დროებითი შეწყვეტის აუცილებლობას.

გვერდითი მოვლენები 

კაფსულების მიღებისას არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლების შემთხვევაში შესაძლეელია ადგილი ქონდეს დისკომფორტის შეგრძნებას კუჭის არეში.

სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა.

ბადის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული მითითებები : თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებელია 150-200 მლ-ამდე წყლის მიყოლება.

გაფრთხილება: მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.

მიღების წესი და დოზირება:

დასაწყისში ინიშნება (60კგ-მდე ფირებში)თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის დაწყებიდან 6-7 დღის შემდეგ "ანტიოქსიდანტი"სასურველია მიღებულ იქნას 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მეოთხედი ძილის წინ. თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებელია 150-200მლ-ამდე წყლის მიყოლება.

დისკომფორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ისევ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 2 მიღებამდე.

 დოზის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 60კგ-ს ზევით პირებმა შეიძლება 5-6 დღის შემდეგ აღნიშნული წესით მიიღონ 2-2 კაფსულა. მცირეწლოვან ბავშვებში მისაღები დოზა არ არის შესწავლილი.

 "ანტიოქსიდანტის" ეფექტურობა 10-15 დღეში აისახება ავადმყოფის ცხოვრების ხარისხზე.მიღება შესაძლებელია საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. 

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავისტკივილი.

მკურნალობა:კუჭის ამორეცხვა.

ზემოქმდება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას.


გამოშვების ფორმა.

პირველადი შეფუთვა: 100 კაფსულა ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში.

მეორადი შეფუთვა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.მშრალ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

აკრძალულია ბადის გამოყენება მისი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი- გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი შ.პ.ს. "ნეოფარმი"

 



 

 

 

 

 

 

 


სახელი, გვარი :

ელექტრონული ფოსტა :

შეტყობინება :


  

© 2019 ყველა უფლება დაცულია Created by SPAR.GE